ავსტრალიელი კერი მაკკინონი ვერც წარმოიდგენდა, წინ რა სანახაობა ელოდა, როცა ქმარმა გააღვიძა და სასწრაფოდ ეზოში უხმობდა.
ამბავი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა — მათი ხუთი წლის რეტრივერის, აშას საცხოვრებელში პატარა კოალა მოკალათებულიყო.
„ძაღლი სიამოვნებით უყურებდა მის ზურგზე წამოსკუპებულ კოალას და სულაც არ ცდილობდა მოშორებას. აშა ძალიან ბედნიერი ჩანდა“, – უთხრა მაკკინონმა news.com.au-ს.
მაკკინონმა არ იცის, როგორ შეხვდა ეს ორი არსება ერთმანეთს, მაგრამ აშკარაა, რომ პატარა კოალამ დედა დაკარგა. ქალაქ სტრათდაუნში ღამღამობით ტემპერატურა საკმაოდ დაბლა ეცემა და შეიძლება ითქვას, რომ ძაღლის თბილი ბეწვის გარეშე, პატარა კოალა სავარაუდოდ, მოკვდებოდა.
როცა საქმე ვეტერინარულ შემოწმებაზე მიდგა, კოალა სულაც აღარ იყო ბედნიერი — ძაღლთან განცალკევებისას პატარამ მაკკინონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
ვეტერინარმა დაადასტურა, რომ კოალა ჯანმრთელია. ველურ ბუნებაში დაბრუნებამდე, ის ამჟამად სპეციალურ მომვლელთან ცხოვრობს.
ამ საოცარი ამბის შესახებ, კერი მაკკინონმა თავდაპირველად Facebook-ზე დაპოსტა: