ავსტრალიამ 18 თვის წინ საერთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა
ავსტრალიამ 18 თვის წინ საერთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა. ამიერიდან სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისა და ავსტრალიაში დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ, მათ ავსტრალიაში დაბრუნების დროს კარანტინში გადასვლა აღარ მოუწევთ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პირველი რეისი სიდნეის აეროპორტში სინგაპურიდან და ლოს ანჯელესიდან განხორციელდა. 18-თვიანი განშორების შემდეგ, ავსტრალიელებს ოჯახის წევრებისა და მეგობრების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.
ჯერჯერობით ზომების შემსუბუქუება არ შეეხებათ ტურისტებს. მათ ავსტრალიაში შესვლის დროს ისევ დასჭირდებათ პისიარ-ტესტის უარყოფითი პასუხი და 14-დღიანი კარანტინის გავლა.