ავსტრალია დღეიდან საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს აღიარებს
ავსტრალია დღეიდან საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს აღიარებს. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
„ავსტრალიის საზღვაო ხელისუფლება (AMSA) ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის მქონეა. მათი აღიარება სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალია”, – აცხადებენ უწყებაში.
სააგენტოს ცნობით, შემდეგი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს აღიარებს, გაერთიანებული სამეფო იქნება.