ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს
ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
შეზღუდვის დაწესების მიზეზი მოზარდებში სოციალური მედიის ხშირი გამოყენებით გამოწვეული მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებია. ჯერჯერობით უცნობია ასაკის შეზღუდვისას რა იქნება მინიმალური ასაკი, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მინიმალური ასაკი 14-16 წელს მოიცავს.
„მინდა, ვხედავდე ბავშვებს, რომლებიც არ არიან დამოკიდებულები ელექტრონულ მოწყობილობებზე, ვნახო ისინი საფეხბურთო მოედნებზე, აუზებსა და ჩოგბურთის მოედნებზე. გვინდა, რომ მათ რეალური გამოცდილებები ჰქონდეთ, რეალურ ადამიანებთან, რადგან ვიცით, რომ სოციალური მედია სოციალურ ზიანს იწვევს“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესამ.
ავსტრალია გახდება მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც სოციალურ მედიაზე ასაკობრივ შეზღუდვას დააწესებს.