დანიის პრემიერ-მინისტრი ითხოვს, რომ ევროკავშირმა სოციალურ მედიაში დარეგისტრირებისთვის ასაკობრივი ზღვარი დააწესოს
დანიის პრემიერ-მინისტრი ითხოვს, რომ ევროკავშირმა სოციალურ მედიაში დარეგისტრირებისთვის ასაკობრივი ზღვარი დააწესოს

დანია ევროკავშირში სოციალური მედიისთვის ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას ითხოვს.

ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს სურს, ევროკავშირმა დააწესოს 15 წლის ასაკობრივი ზღვარი სოციალური მედიის გამოყენებისთვის, რათა უკეთ დაიცვას ბავშვები ეკრანზე დამოკიდებულებისგან.

„დღეს შეგიძლიათ, შექმნათ ანგარიში, თუ მხოლოდ 13 წლის ხართ. მაგრამ როდესაც 13 წლის ხართ, ჯერ კიდევ ბავშვი ხართ. ჩვენ ვნახეთ, რომ სოციალურ მედიაში ბავშვებისთვის რისკი ძალიან დიდია“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

მისივე თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობას „გიგანტური კომპანიები“ არ იღებენ, ამიტომ საჭიროა ასაკის გადამოწმების ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენება.