ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ, სპარტაკის შესახვევში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მამუკა ყირიმელმა განუცხადა.

ცეცხლი დაახლოებით დილის 05:00 საათზე ბარაკული ტიპის დასახლებას გაუჩნდა და 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო ბრიგადა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.