ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო]
თბილისში, ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპარტაკის შესახვევში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი დაახლოებით დილის 05:00 საათზე ბარაკული ტიპის დასახლებას გაუჩნდა და 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო ბრიგადა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.