ავიაკომპანიები „ფლაიდუბაი“ და „ეარ არაბია“ საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ
ავიაკომპანიები „ფლაიდუბაი“ და „ეარ არაბია“ საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია „ფლაიდუბაი“ და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს 16 დამატებით რეგულარულ ფრენას, ხოლო ავიაკომპანია „ეარ არაბია“ შარჯასა და თბილისს შორის 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს ოთხ დამატებით რეგულარულ ფრენას.