ავიაკომპანია Ryanair -მა ბორტგამცილებლების აქციის გამო, 600 ზე მეტი რეისი გადადო
ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair -მა ბელგიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში დაგეგმილი ბორტგამცილებლების აქციის გამო, 600 ზე მეტი რეისი გადადო.
გაფიცვა 50 ათას მგზავრს შეეხება, რომლებსაც 25-26 ივლისის რეისებზე აქვთ ბილეთები შეძენილი. Ryanair -ი შეფერხების გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
კომპანიაში აცხადებენ , რომ თუ მგზავრებს რეისის გადადების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება ან საფოსტო გზავნილი არ მიუღიათ, მათი რეისი შეფერეხების გარეშე შესრულდება.
უკეთესი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ირლანდიაში გაფიცვა კვირის ბოლოს, პარასკევს და მომდევნო კვირის დასაწყისშია დაგეგმილი.