პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.
14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 03:25);
15 აგვისტო, თბილისი – ვარშავა (გაფრენა საქართველოს დროით 04:25, ჩაფრენა პოლონეთის დროით 06:10);
ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დღეს, 7 აგვისტოს მიენიჭა.
ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ გადამყვან ავიაკომპანიას დაუკავშირდნენ.