პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ პირველი ივლისიდან 20-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის, თბილისში ფრენებს განაახლებს
პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ პირველი ივლისიდან 20-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის, თბილისში ფრენებს განაახლებს

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ პირველი ივლისიდან 20-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის, თბილისში ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა.

„მოხარული ვართ, განვაცხადოთ პირველი ივლისიდან ზოგიერთი საერთაშორისო კავშირის აღდგენის შესახებ. საერთაშორისო კავშირის მოქმედი ქსელი მოქმედებს 14 ივლისამდე. ყველა საერთაშორისო ფრენა დაჯავშნისთვის ხელმისაწვდომი იქნება 18 ივნისს“, – ნათქვამია პოლონური ავიაკომპანიის განცხადებაში.