ბაჰრეინის სამეფოს წამყვანმა ავიაკომპანია Gulf Air-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლა განაახლა.
ბაჰრეინი – თბილისი – ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე პანდემიის შემდგომ პირველი ფრენა გუშინ, 5 ივლისს შესრულდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ბაჰრეინსა და თბილისს შორის (შუალედური პუნქტი: ბაქო) მიმდინარე წლის 4 სექტემბრამდე, კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიენიჭა.
Gulf Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო.