ავღანეთში „თალიბანის" თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში „თალიბანის" თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, ღორის პროვინციაში „თალიბანის” თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ავღანური გამოცემა „ტოლო ნიუსის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

გავრცელებული ცნობით, შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბები უსაფრთხოების სამსახურების პოსტებს დაესხნენ თავს.

თავდასხმის შედეგად ტომის უხუცესი და კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ავღანეთის ხელისუფლებამ ადგილზე დამატებითი ძალები გაგზავნა.

გასულ კვირას ღორის პროვინციაში სპეცოპერაციის დროს არმიის ერთ-ერთი მეთაური მოკლეს.