„ბიბისი“ - დიდთოვლობით გამოწვეული მეწყრის შედეგად აღმოსავლეთ ავღანეთში, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა
„ბიბისი“ - დიდთოვლობით გამოწვეული მეწყრის შედეგად აღმოსავლეთ ავღანეთში, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა

დიდთოვლობით გამოწვეული მეწყრის შედეგად აღმოსავლეთ ავღანეთში, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერის თქმით, განადგურებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლი.

როგორც მედია წერს, ამინდის გამო შეფერხდა სამაშველო ოპერაციები. დიდთოვლობის გამო გადაიკეტა გზები, ასევე სამაშველო ჯგუფებმა ვერ მოახერხეს შემთხვევის ადგილას ვერტმფრენით მისვლა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამაშველო ოპერაციებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა და სხვადასხვა ხელსაწყო ხელმისაწვდომი არ არის.

„ბიბისის“ ცნობით, რეგიონში მეწყრული პროცესები იშვიათი არაა. 2017 წელს პროვინციაში ზვავს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2021 წელს წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.