ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მე-12 ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ დედის დღე აღნიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ სადილზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა და მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობამ, თავდაცვის სამინისტროს სახელით, სამშვიდობო მისიაში მყოფ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს დედის დღე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მათ 3 მარტი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მყოფ ყველა დედას მიულოცეს და მისიის მშვიდობით დასრულება უსურვეს.