ავღანეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას ქაბულზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის სიტყვით გამოსვლის დროს, ქაბულზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.
Tolo News-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავდა, რა დროსაც დედაქალაქის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. სარაკეტო დაბომბვის სამიზნე პრეზიდენტის სასახლე და ქაბულის დიპლომატიური რაიონი იყო.
ავღანური მედიის ცნობით, მებრძოლები პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე შენობაში შევიდნენ და სროლა ყუმბარმტყორცნებიდან დაიწყეს. სპეცრაზმმა ორი თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა, სპეცოპერაცია კი, ამ დრომდე გრძელდება.
ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოძალადე ჯგუფები ქვეყნის მოსახლეობის განვითარებას ვერ შეაჩერებენ.