ავღანეთის პრეზიდენტი „თალიბანთან“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელების მომხრეა
ავღანეთის პრეზიდენტი ხელისუფლებასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის ბაირამის დღესასწაულისთვის დადებული რამდენიმედღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისთვის „თალიბანის“ ლიდერებს მადლობას უხდის.
აშრაფ განი ამ შეთანხმების გახანგრძლივების მომხრეა. მან ცალმხრივად გაახანგრძლივა აღნიშნული რეჟიმი, თუმცა როდემდე, უცნობია. თალიბანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა დღეს ეწურება. პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმებიან ევროკავშირშიც. უმაღლესი ევროკომისრის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯია.
ფედერიკა მოგერინი “თალიბანს” საპასუხო ქმედებისკენ მოუწოდებს.