„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს
„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს

„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, ბადრაგი 342 პრიმა მუხლით დააკავეს, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან/და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაციას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე.

„ავერსის“ კლინიკიდან გუშინ სამი პატიმარი გაიქცა. გაქცეულებიდან ერთ-ერთი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია და სამართალდამცავებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.