AusOpen 2018 - შარაპოვამ რევანში აიღო
AusOpen 2018 - შარაპოვამ რევანში აიღო

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრე რუსმა მარია შარაპოვამ წარმატებით დაძლია. მისი მეტოქე მე-14 ნომრად განთესილი ლატვიელი ანასტასია სევატოვა იყო. რუსს ამ შეხვედრაში რევანშზე ფიქრი მართებდა, რადგან შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე სწორედ სევასტოვამ გამოთიშა ბრძოლას მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

პირველი პარტია შარაპოვამ შესანიშნავ სტილში წარმართა და 6:1 გაანადგურა მეტოქე ისე, რომ მას არც ერთ ბრეიკპოინტი არ ჰქონია. მეორეში რუსს გარკვეული პრობლემები შეექმნა – სამჯერ იგებდა ბრეიკით და სამივეჯერ სევასტოვამ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა, ტაი-ბრეიკისას ლატვიელმა 2:1-ზე ზედიზედ ხუთი ქულა წააგო და შარაპოვამ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 6:1, 7:6(4) საათისა და 23 წუთის შემდეგ.

ფავორიტისთვის შესაფერისი თამაში აჩვენა კაროლინა პლიშკოვამ. ჩეხმა 46 წუთში გაანადგურა ბრაზილიელი ბეატრის ჰადად მაია – 6:1, 6:1. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა შვიდიდან ხუთი ბრეიკპოინტი გამოიყენა და ორიდან ორი ასეთი საფრთხე მოიგერია.

უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 6)-ჰადად მაია (ბრა) 6:1, 6:1
ა. რადვანსკა (პოლ, 26)-ცურენკო (უკრ) 2:6, 7:5, 6:3
შარაპოვა (რუს)-სევასტოვა (ლატ, 14) 6:1, 7:6(4)
გარსია (საფ, 8)-ვონდროუშოვა (ჩეხ) 6:7(3), 6:2, 8:6
საფაროვა (ჩეხ, 29)-კირსტეა (რუმ) 6:2, 6:4