აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში ქუთაისში უსახლკაროთა საცხოვრისის მშენებლობის პროცესში დარღვევები აღმოაჩინა
ქუთაისის საკრებულომ მუნიციპალური ბიუჯეტიდან უსახლკაროთა საცხოვრისის მშენებლობისთვის 2016-2017 წლებში 4 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო, თუმცა, როგორც აუდიტის დასკვნით ირკვევა თანხიდან თითქმის ნახევარი, 2 მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებლად დაიხარჯა.
აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ საცხოვრისის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსიც და ტენდერიც დარღვევით წარიმართა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ საკონკურსო წინადადებების მისაღებად და კონკურსის დღედ 2016 წლის 11 ივლისი განისაზღვრა. კონკურსანტებს მოსამზადებლად და პირობების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ 18 დღე ჰქონდათ. წინადადების წარსადგენად კი, მხოლოდ ორი საათი. სახელმწიფო აუდიტმა ასევე დაასკვნა რომ, საკონკურსო პირობებს მონაწილე შვიდი კომპანიიდან მხოლოდ ერთი – შპს „სანო“ აკმაყოფილებდა, რომელიც ახალი დარეგისტრირებული იყო. აუდიტი მიიჩნევს, რომ არსებობდა მაღალი რისკი, რომ კონკურსი ფორმალური ხასიათს ატარებდა და წინასწარ განსაზღვრული იყო ვინ გახდებოდა გამარჯვებული.
აუდიტმა მოიძია ისიც, რომ შპს „სანომ“ კონკურსზე წარადგინა არა მისთვის უკვე დამტკიცებული, არამედ სულ სხვა სახლის პროექტი.
მერიამ „სანოსგან“ 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 1 000 ლარად შეიძინა – კონკურსის პირობების თანახმად კომპანიას არანაკლებ 2 500 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა – რაც ჯამურად ქუთაისის ბიუჯეტს 2,5 მილიონ ლარი დაუჯდა.
შპს „სანომ“ მშენებლობის ჩაბარების თარიღი მუშაობის პროცესში ორი თვით გადაავადა და საბოლოოდ საცხოვრისი 2017 წლის აპრილის ბოლოს დაასრულა. დამატებით, ხუთი თვის შემდეგ მერიამ „სანოსგან“ ასევე ამ შენობაში არსებული ფართები შეიძინა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ მილიონ 872 ათასი ლარი დაუჯდა.
საბოლოო ჯამში, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 4,3 მილიონი ლარი დახარჯა შენობაზე, რომელშიც აუდიტმა შემოწმების შემდეგ კიდე არაერთი დარღვევა აღმოაჩინა.
აღნიშნული შენობა, აუდიტის დასკვნით შპს „სანომ“ კონკურსის ჩატარების წინა დღეს იყიდა,
ანალოგიურ პროექტში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კვადრატულ მეტრში 850 ლარი გადაიხადა – ქუთაისის მერიამ კი „სანოსგან“ 1 000 ლარად შეიძინა,
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, მერიამ „სანოს“ 655 800 ლარით მეტი გადაუხადა პროექტში, სადაც უხარისხო სამუშაოები ჩატარდა და ექსპერტიზის დასკვნით კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი, რომელიც თაბაშირ-მუყაოთი გარემონტდა – მხოლოდ 540 ლარია.
აუდიტის დასკვნა, რომელიც სავარაუდოდ პროკურატურას გადაეგზავნება ასეთია: „მერიის მიერ სოციალური საცხოვრისის შესყიდვის პროცესი ხასიათდება სხვადასხვა მერიამ კონკურსის პროცესი წარმართა და საკონკურსო მოთხოვნები დარღვევებით, კერძოდ: განსაზღვრა ისე, რომ მასში მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ერთ დაინტერესებულ პირს – შპს „სანოს“. შედეგად, კონკურსი მორგებული იყო კონკრეტული პირის ინტერესებს. მერიამ სოციალური საცხოვრისი შეისყიდა არასაბაზრო ფასად. წარმოდგენილი და მოთხოვნები არ ითვალისწინებდა, შპს „სანომ“ მერიას კონკურსის გარეშე, დამატებით 1 800 კვ.მ ფართი მიყიდა, ღირებულებით 1.8 მლნ ლარი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს, მაშინ როდესაც მერიამ გადაიხადა 1 000 ლარი. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 2.0 მლნ ლარს. მერიამ სოციალური საცხოვრისი მოაწყო უხარისხოდ. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი საცხოვრებელი პირობები“.