აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბრის პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა 7 745 989 ლარი დახარჯეს
აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო პერიოდში პარტიათა მიერ მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მეორე შუალედური ანგარიში გააცნო, რომელშიც 1 ნოემბრამდე მიღებული დაფინანსებისა და 21 ოქტომბრამდე განხორციელებული ხარჯების შესახებ არის მონაცემები.
ოქტომბრის პერიოდში, პარტიებმა ჯამურად 7 745 989 ლარი დახარჯეს. „ქართულმა ოცნებამ“ 4 667 390 ლარი გახარჯა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 532 279 ლარი, მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ხარჯები 392 076 ლარი.
ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, პარტიებმა ოქტომბერში მიღებული დაფინანსებიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი შეინახეს, სავარაუდოდ, მეორე ტურებისთვის.
რაც შეეხება ოქტომბრის თვეში მიღებულ შემოსავლებს, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში 3 893 135 ლარი მიიღეს. აქედან, „ქართული ოცნების“ შემოწირულობა 3 646 084 ლარია, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ – 158 452 და მესამე ადგილზეა „ნაციონალური მოზრაობა“ 71 527 ლარით.
ოქტომბერში განხორციელებულ შემოწირულობებთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურს შეკითხვები აქვს 5 პოლიტიკური პარტიის 22 შემომწირველის მიმართ.