აუდიტის სამსახური თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურის საქმიანობას სწავლობს
აუდიტის სამსახური თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურის საქმიანობას სწავლობს

თბილისის მერიაში აუდიტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შესწავლა ქონების მართვის, გამწვანების საკითხებს, გარე განათებასა და ზედამხედველობის სამმართველოს უკავშირდება.

„ძალიან მალე დასკვნები ყველა მიმართულებით გვექნება დასრულებული“, – აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

ამასთან, გენერალური აუდიტორის განცხადებით, ორი დასკვნა უკვე დამამთავრებელ სტადიაშია და გარკვეული შედეგები მალე იქნება.

რაც შეეხება დარღვევებს, მთავარი აუდიტორის შეფასებით, ამ თემაზე ჯერ განმარტებას ვერ გააკეთებს, რადგან შესწავლა დასრულებული არ არის.

„საბოლოო დასკვნები კი კანონით დადგენილ ვადებში გამოქვეყნდება“, – აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა.