აუდიტის სამსახური - სატენდერო კომისიის მიერ სამ შემთხვევაში კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიცირება
აუდიტის სამსახური - სატენდერო კომისიის მიერ სამ შემთხვევაში კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიცირება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყვარლის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია წერია, ბიუჯეტის შესრულებასა და ფინანსური რესურსების მართვაში ხარვეზები გამოვლინდა. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მიერ სამ შემთხვევაში კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიცირება, რის გამოც არაეკონომიურად დაიხარჯა 17.8 ათასი ლარი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან გადახდილი 109 ათასი ლარი არაეფექტიანად გაიხარჯა.

„მუნიციპალიტეტის მიერ გამოუყენებელია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის შესყიდული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით – 109.1 ათასი ლარი. შედეგად, შესაბამისი პროექტების შესაძენად გადახდილი საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.