აუდიტის სამსახური - ხაშურის მუნიციპალიტეტში სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობას მოიცავს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ფინანსურის რესურსები მართვის კუთხით გამოვლინდა ნაკლოვანებები.
„მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება“, – წერია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.