ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მიესალმება უკრაინისა და რუსეთის თანხმობას ატომურ ელექტროსადგურზე მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი მიესალმება უკრაინისა და რუსეთის თანხმობას ატომურ ელექტროსადგურზე მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი თანახმაა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ჩავიდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ექსპერტები ზაპოროჟიეში სექტემბერში ჩავლენ.