ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი - ირანს ბირთვული იარაღის შექმნისაგან რამდენიმე კვირა აშორებს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნისაგან რამდენიმე კვირა აშორებს. ეს განცხადება გროსიმ გერმანულ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებს არ აქვთ „წვდომის საჭირო დონე“ ირანელი კოლეგების საქმიანობაზე დასაკვირვებლად.
გროსის თქმით, ირანის განცხადებები, რომ ბირთვული ტექნოლოგია ქვეყანას „სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებისთვის“ სჭირდება, დამატებით კითხვებს იწვევს, მაგალითად, რაში სჭირდება თეირანს „ამ მოცულობის გამდიდრებული ურანი და რატომ ხდება მისი ამ სისწრაფით წარმოება?“ ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ირანი ეფექტურად აწარმოებდეს ბირთვულ იარაღს, გროსიმ უპასუხა, რომ მას არ შეუძლია ამ ინფორმაციაზე მსჯელობა ინფორმაციის სიმწირის გამო.