ესპანეთის თასზე პირველი ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.
მადრიდის “ატლეტიკომ” ორი მატჩის ჯამში ქვედალიგელი “ლეიდა” 7:0 გაანადგურა. დიეგო სიმეონეს გუნდს პირველი შეხვედრა 4:0 ჰქონდა სტუმრად მოგებული. ამჯერად, საკუთარ მოედანზე კარასკოს, გამეიროსა და ვიტოლოს გოლებით 3:0 მოიგო.
“ატლეტიკოს” მიბაძა “ვალენსიამ”, რომელმაც ასევე საკუთარ მოედანზე 4:0 მოუგო “ლას პალმასს“.
ჰეთ-თრიკი შეასრულა ლუსიანო ვიეტომ, რომელიც “ატლეტიკოდან” “ვალენსიაში” რამდენიმე დღის წინ გადავიდა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა.