ათი წლის გოგო, რომელსაც გორში მიკროავტობუსი დაეჯახა, თბილისში გადმოიყვანეს
ათი წლის გოგო, რომელსაც გორში მიკროავტობუსი დაეჯახა, თბილისში გადმოიყვანეს

გორში მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად დაშავებული ათი წლის გოგო თბილისში, ციციშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტი ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გორმედის“ კლინიკიდან გადმოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ პაციენტი, არის სედაციის ქვეშ, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. არის თავის ტვინის დაზიანება, ჰემორაგიული ჩანართები ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში, თუმცა ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. არის მარჯვენა ორ ნეკნის მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა. საცნობი პარამეტრები ამ ეტაპზე შენარჩუნებულია. განმეორებით ჩატარდება კომპიუტერული ტომოგრაფია და იმის მიხედვით გადაწყდება, ქირურგიული ჩარევა სჭირდება თუ არა პაციენტს. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზეა და იმყოფება სედაციის ქვეშ ანუ მედიკამენტოზურ ძილში“ – აცხადებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეგი გეორბელიძე.