ათენში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
ათენში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაკედონიასთან მიღწეული პრესპანის შეთანხმების წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრაციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და პეტარდები დაუშინეს. საპასუხოდ კი სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გაუშვეს.
პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილეც დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციას 2-დან 3 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. ისინი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.
სკოპიესთან მიღწეული შეთანხმება მაკედონიისთვის სახელის ცვლილებას გულისხმობს. ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიად იქნება მოხსენიებული. თუმცა, ამის წინააღმდეგ ბერძენი მოქალაქეები გამოდიან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მაკედონია მხოლოდ საბერძნეთის ერთ-ერთი პროვინციის დასახელება უნდა იყოს.