რა უნდა ვიცოდეთ ჩრდილოეთ მაკედონიის შესახებ - ნატო-ს წევრი ქვეყანა, რომელიც ბერძნულ ისტორიას გაემიჯნა (ვიდეო)
რა უნდა ვიცოდეთ ჩრდილოეთ მაკედონიის შესახებ - ნატო-ს წევრი ქვეყანა, რომელიც ბერძნულ ისტორიას გაემიჯნა (ვიდეო)

12 ნოემბერს, „დინამო-არენაზე“ საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ისტორიულ შეხვედრას მართავს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მისი ნაკრების შესახებ.

 

ყველაზე სუსტი ნაკრები ყოფილ იუგოსლავიაში

ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი კარგი თამაში ჩაუტარებია, მაგრამ შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ ერთხელ დაიკავა მესამე ადგილი, ძირითადად კი, ბოლო პოზიციებზე იყო.

იყო სამარცხვინო შესარჩევი ციკლიც – 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბალკანელებმა ბოლო ადგილი დაიკავეს და პირად შეხვედრებში უარესი მაჩვენებლებით წინ ლუქსემბურგი გაუშვეს – დიახ, ასეთი „გმირობაც“ ახსოვს ამ ბალკანური ქვეყნის ნაკრებს.

ჩრდილოეთ მაკედონია დამოუკიდებლობის შემდეგ იუგოსლავიის შემდეგ ყველაზე სუსტად და ნაკლებად წარმატებულ ნაკრებადაა მიჩნეული, გუნდი ხშირად მოლოდინზე უარესადაც თამაშობდა.

თუმცა ჰქონდა გამონათებებიც – ორი ფრე ინგლისთან სტუმრად, ორი ფრე ჰოლანდიასთან შინ და სტუმრად, იტალიასთან შინ ფრე და სერბეთთან გამარჯვება.

2009 წლის 12 აგვისტოს, ფეხბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა ესპანეთთან. პირველ ტაიმში გორან პანდევის დუბლით 2:0 იგებდა. მაგრამ ესპანეთმა მეორე ტაიმში სამი გოლი გაიტანა და „ფილიპე II“-ის განახლებულ არენაზე 3:2 გამარჯვება. ამ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისთვის რეკორდული დასწრება დაფიქისრდა – შეხვედრა 30,000 მაყურებელმა იხილა.

2017 წელს ამ სტადიონზე ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერი“ და „რეალი“ დაუპირისპირდნენ.

 

საფეხბურთო ისტორია

იუგოსლავიაში შესვლის შემდეგ, 1945-1991 წლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას ოფიციალური მატჩების თამაში ეკრძალებოდა და ძირითადად, ატარებდა ამხანაგურ შეხვედრებს იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკების გუნდებთან. პირველი საფეხბურთო კლუბები ქვეყანაში ოსმალეთის იმპერიის დროს, მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. საერთოდ, ამ ქვეყანაზე თურქული ბატონობის გავლენა საგრძნობია.

1994 წელს, იუგოსლავიის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონია გახდა ფიფას და უეფას წევრი. ეროვნულმა ნაკრებმა საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1993 წლის 13 ოქტომბერს, მწვრთნელ ანდონ დონჩევსკის ხელმძღვანელობით და სლოვენია ამხანაგურ მატჩში 4:1 დაამარცხა. მომდევნო ორი ამხანაგური მატჩი მოიგო სლოვენიასთან და ესტონეთთან. გუნდს ამ დროს შეუერთდა დარკო პანჩევი, რომელიც იტალიური გრანდში, მილანის „ინტერში“ თამაშობდა.

დარკო პანჩევი

 

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ევრო-96 საკვალიფიკაციო იყო პირველი შესარჩევი ტურნირი, რომელშიც ჩრდილოეთ მაკედონია მონაწილეობდა – ჯგუფში ესპანეთთან, დანიასთან, ბელგიასთან, კვიპროსთან და სომხეთთან მოხვდა. პირველი ოფიციალური მატჩი ევროპის მოქმედ ჩემპიონ დანიასთან ფრედ ითამაშა 1:1. ამ საკვალიფიკაციო რაუნდში მაკედონიამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი განიცადა – 1995 წლის 7 ივნისს შინ ბელგიასთან 0:5 წააგო და შვიდი ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

პირველი წარმატება

უეფას ერთა ლიგის პირველი ტურნირი ბალკანელებმა ითამაშეს ყველაზე დაბალ D დივიზიონში. სომხეთთან, ლიხტენშტაინთან და გიბრალტართან ბრძოლაში იგორ ანგელოვსკის გუნდმა მოიგო ხუთი მატჩი, ერთი წააგო და ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში საქართველოსთან C ლიგაში ასე მოხვდა. მაგრამ ამ ჯგუფში გუნდმა ერთი სამარცხვინო მატჩი ჩაატარა – 2018 წლის 16 ოქტომბერს სომხეთთან ერევანში 0:4 წააგო.

ჩვენი ნაკრებივით, ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფში გავიდა, სადაც ნახევარფინალში კოსოვო 2:1 დაამარცხა.

 

შეცვლილი სახელით

საინტერესოა, რომ გორან პანდევის სამშობლომ სახელი 2019 წელს შეიცვალა. 2019 წლის 12 თებერვალს პრესპანის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ეწოდა ჩრდილოეთ მაკედონია. მანამდე მისი სრული დასახელება იყო ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. ევრო 2020-ის კვალიფიკაციაში, ჩრდილოეთ მაკედონია მოხვდა G ჯგუფში ავსტრიასთან, ისრაელთან, ლატვიასთან, პოლონეთთან და სლოვენიასთან და დიდი იმედი ჰქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდოდა. თუმცა მიზნისკენ მიმავალი გზა პოლონეთმა გადაუღობა – ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, რაც ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ქვეყნის სახელი კი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩრდილოეთ მაკედონიელთა და საბერძნეთის დავის საგანი. ქვეყნის მთავარ არენას, სკოპიეს სტადიონს ალექსანდრე მაკედონელის მამის, ფილიპე II სახელი ჰქვია.

 

ბალკანელებმა აღიარეს – ეს საბერძნეთის ისტორიაა

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, სახელწოდება „მაკედონია“ საბერძნეთსა და მაკედონიის რესპუბლიკას (ახლანდელი ჩრდილოეთ მაკედონია) შორის სადავო გახდა.

დავა წარმოიშვა ბუნდოვანების გამო – ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფო, საბერძნეთის მიმდებარე რეგიონი მაკედონიაა, მაგრამ იყო ელინური ძველი მაკედონიის სამეფო, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს.

ისტორიული მოსაზრებებზე მითითებით, საბერძნეთი წინააღმდეგი იყო მაკედონიის რესპუბლიკას სახელი „მაკედონია“ გამოეყენებინა ისეთი გეოგრაფიული დაკონკრეტების გარეშე, როგორიცაა „ჩრდილოეთ მაკედონია“.

2 მილიონი ეთნიკური ბერძენი თავს მაკედონიელად აცხადებს, რომლებიც ზოგადად თვლიან, რომ ეთნიკურ მაკედონიელებთან არაფერი აკავშირებთ. საბერძნეთი წინააღმდეგი იყო, რომ ტერმინი „მაკედონიელები“ მათ მეზობლებს გამოეყენებინათ.

რაც მთავარია – მაკედონიის რესპუბლიკა დაადანაშაულეს სიმბოლოებისა და იმ ისტორიულ პირთა მემკვიდრეობის მითვისების მცდელობაში, რომლებიც ბერძნული კულტურის ნაწილად ითვლება. მაგალითად, ვერგინის მზეს (დღესაც ამ ქვეყნის დროშაზეა დატანილი) და ალექსანდრე დიდს თავისი ისტორიის ნაწილად აცხადებდნენ. ასევე ჰქონდათ მაკედონიის გაერთიანების პრეტენზია, რომელიც მოიცავს საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და სერბეთის ტერიტორიებს.

 

ვერგინის მზე

შეთანხმებამდე საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქვეყანას დროებით უწოდეს მაკედონიის რესპუბლიკა. საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ციპრასმა 2018 წლის 12 ივნისს გამოაცხადა, რომ მაკედონიელ კოლეგასთან ზორან ზაევთან მიღწეულია შეთანხმება დავის შესახებ, რომელიც მოიცავს „ბერძნული მხარის ყველა წინაპირობას“. ხელშეკრულება გაფორმდა პრესპას ტბაზე, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, საბერძნეთსა და ალბანეთს შორის საერთო საზღვარი გადის.

ვერგინის მზე – ფილიპე მაკედონელის სიმბოლო

ამ წინადადების შედეგად მაკედონიის რესპუბლიკას დაერქვა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა. გარიგება მოიცავს განმარტებას, რომ ამ ბალკანური ქვეყნის მოქალაქეები არ არიან დაკავშირებული ძველ ელინურ ცივილიზაციასთან, რომლებიც ადრე საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონებში ცხოვრობდნენ. ორივე ქვეყანა აღიარებს, რომ ტერმინები „მაკედონია“ და „მაკედონიური“ სხვადასხვა ისტორიული კონტექსტი და კულტურულ მემკვიდრეობაა. საბერძნეთის მითითებისას ეს ტერმინები აღნიშნავს მის ჩრდილოეთ რეგიონის ტერიტორიასა და ხალხს, აგრეთვე ამ რეგიონის ელინურ ცივილიზაციას, ისტორიასა და კულტურას. როდესაც მოხსენიებულია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, ეს ტერმინები აღნიშნავს მის ტერიტორიას, ენას და ხალხს, რომლებსაც აქვთ საკუთარი სრულიად განსხვავებული ისტორია და კულტურა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გაფორმებულმა პრესპას შეთანხმებამ გადაწყვიტა მრავალწლიანი დავა და ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ 2019 წლის 25 იანვარშია რატიფიცირებული, ძალაში კი 2019 წლის 12 თებერვალს შევიდა.

 

სახელმწიფო ნატოდან

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ჩრდილოეთ მაკედონიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მოსახლეობა 2 073 702 ადამიანია, ტერიტორია 25 333 კმ² (საქართველოს ტერიტორიის ლამის მესამედი). იგი მსოფლიოში 145-ე ადგილს იკავებს მოსახლეობის მიხედვით და 145-ე ტეროტორიის მიხედვით.

დედაქალაქია სკოპიე. ერთადერთი ოფიციალური ენა მაკედონურია. ალბანურს აქვს მეორე ოფიციალური ენის სტატუსი, მაგრამ არ გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის, ცენტრალური პოლიციისა და მონეტარული პოლიტიკის სფეროში.

დაყოფილია 85 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაგან 84 არის თემები და ქალაქი სკოპიე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებელი ერთეული. ჩრდილოეთით ესაზღვრება კოსოვოს არაღიარებული რესპუბლიკა და სერბეთი, დასავლეთით – ალბანეთი, სამხრეთით – საბერძნეთი, აღმოსავლეთით – ბულგარეთი.

მოსახლეობის 67% მართლმადიდებელი ქრისტიანია, მუსულმანები მთლიანი მოსახლეობის 30% -ს შეადგენენ, ხოლო სხვა აღმსარებლობის მიმდევრები – 3%-ს.

აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანა, დინამიურად განვითარებადი ეკონომიკით. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 2017 წლისთვის შეადგინა 31.03 მილიარდი აშშ დოლარი (დაახლოებით 14,900 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე). ფულადი ერთეული მაკედონიის დენარია. 2020 წლის 30 მარტიდან ნატოს წევრია.

 

ურთიერთშეხვედრები

საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორი მატჩი გამართა – ორივე ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშებაში.

თბილისში:

სკოპიეში: