ვიქტორ ოსიმენი ძალიან ახლოსაა, კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენი ძალიან ახლოსაა, კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს #1TVSPORT

იტალიური გამოცემის, Ill Matino-ს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი ძალიან ახლოსაა, კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს.

წყაროს ცნობით, „ნაპოლი“ ფრანგული ფეხბურთის გრანდისგან ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი თანხის, 120 მილიონი ევროს მიღებას ელოდება.

სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა და კლუბთან სამუშაო ურთიერთობა მას 2026 წლამდე აკავშირებს.

ოსიმენი იტალიის გასული წლის ჩემპიონის რიგებში 2020 წელს ფრანგული „ლილიდან“ გადავიდა. მას პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც ზაფხულში, დიდი ალბათობით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.