პრემიერლიგაში ერთი სეზონისთვის შედეგიანობის რეკორდი დამყარდა - სათამაშო დარჩა კიდევ 45 მატჩი #1TVSPORT
პრემიერლიგაში ერთი სეზონისთვის შედეგიანობის რეკორდი დამყარდა - სათამაშო დარჩა კიდევ 45 მატჩი #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგაში ერთი სეზონისთვის (იგულისხმება 20-გუნდიანი ჩემპიონატები) შედეგიანობის რეკორდი გაუმჯობესდა.

ტელეკომპანია ESPN-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს ჩატარებული მატჩების შემდეგ ამ სეზონში გოლების რაოდენობამ 335 მატჩში 1092 შეადგინა. წინა რეკორდი – 1084 გოლი დაფიქსირებული იყო გასულ სეზონში.

წლევანდელი ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 45 მატჩია დარჩენილი. ამ სეზონში პრემიერლიგაში, საშუალოდ, მატჩში 3.26 გოლი გადის.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდია „არსენალი“ – 82 გოლი. ყველაზე მეტი – 92 გოლი გაუშვა „შეფილდ იუნაიტედმა“.