იტალიაში კიდევ ერთი ჩრდილომაკედონიელი გადავიდა
იტალიაში კიდევ ერთი ჩრდილომაკედონიელი გადავიდა

12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს არა მხოლოდ ევრო 2020-ზე თამაშის უფლება წაართვა, არამედ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შანსიც, ხოლო ამ ბალკანური ქვეყნის მოთამაშეებს ევროპული კლუბები უფრო მეტი ინტერესით აკვირდებიან. ამის მაგალითი ახალი ტრანსფერია.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და უნგრული „ფეჰერვარის“ ნახევარმცველი, ბუდუ ზივზივაძის გუნდელი ბობან ნიკოლოვი იტალიაში გაემგზავრა, სერია B-ის წარმომადგენელ „ლეჩეში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

26 წლის ფეხბურთელი „ფეჰერვარში“ 2018 წლის თებერვალში გადავიდა. უნგრულ გუნდთან კონტარქტი ივნისში ეწურება, ამიტომ კლუბმა გადაწყვიტა გაეშვა და გარკვეული მოგება მიეღო. ეს ბობანის კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან „ლეჩე“ ცნობილი იტალიური კლუბია, რომელიც გასულ სეზონში სერია A-დან კი გავარდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში დაბრუნებისთვის იბრძვის.

ამ ტრანსფერის შემდეგ, იტალიაში 5 ჩრდილომაკედონელი ფეხბურთელი ითამაშებს. ლეონარდუ ჟტას გარდა, რომელიც ასევე „ლეჩეში“ თამაშობს, სერია A- ში სამი ფეხბურთელია – გორან პანდევი „ჯენოაში“, ილია ნესტოროვსკიუდინზეში“ და ელიფ ელმასინაპოლიში“.