„ტაიმაუტის“ ექსკლუზივი დომინიკ სობოსლაისთან – საქართველომ ევრო 2024-ზე წარმოუდგენელი ისტორია დაწერა, კვარაცხელია გასაოცარია, მამარდაშვილთან ვმეგობრობ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ დომინიკ სობოსლაისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. „ლივერპულის“ უნგრელმა ვარსკვლავმა საქართველო-უნგრეთის მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და ის მიზეზებიც დაასახელა, რომლებმაც მის გუნდს სამი ქულის მოპოვების საშუალება მისცა.
„საქართველომ აჩვენა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა წარმოუდგენელი ისტორია დაწერეს. კვარაცხელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, გასაოცარი მარცხენა გარემარბი და მსოფლიო დონის ფეხბურთელია. სამწუხაროა, რომ ტრავმირებულია. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მასთან ყოველდღე ვატარებ დროს. ის ჩემი კარგი მეგობარი და ძალიან კარგი მეკარეა, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
ჩვენთვის იოლი თამაში არ ყოფილა. პირველ ტაიმში მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა. ეს ბოლო პერიოდში ჩვენი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი იყო.
თუმცა გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ უნდა გამოვფხიზლებულიყავით, გვებრძოლა და ორთაბრძოლები მოგვეგო. სტანდარტული მდგომარეობები კი ყოველთვის ქმნის გოლის გატანის შესაძლებლობას და ჩვენ ეს შანსი გამოვიყენეთ“, – განაცხადა „ლივერპულის“ უნგრელმა ვარსკვლავმა „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში.