„დიარიო ასი“ - მამარდაშვილს ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე გასულ კლუბში სურს გადასვლა, სადაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT
„დიარიო ასი“ - მამარდაშვილს ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე გასულ კლუბში სურს გადასვლა, სადაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემამ, „დიარიო ასმა“ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც დაკონკრეტებულია, ლა ლიგის კლუბი ქართველ ფეხბურთელს რა პირობით გაუშვებს.

მამარდაშვილს კლუბის შეცვლა უნდა

„გიორგი მამარდაშვილი მიიჩნევს, რომ კარიერაში შემდეგი ნაბიჯი ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე თამაში იქნება, თუმცა თუ მაღალი დონის გუნდი არ გამოჩნდება, კარიერის „ვალენსიაში“ გაგრძელებასაც არ გამორიცხავს. კლუბის მეპატრონეს, პიტერ ლიმს სურს, რომ იმ ფეხბურთელების ტრანსფერებთან დაკავშირებით, რომლებზეც კლუბს შეთავაზებები აქვს, დროულად დაიწყოს მოლაპარაკებები – ასეთ მოთამაშეთა შორის მამარდაშვილიცაა.

ქართველის ტრანსფერზე უფრო კონკრეტულ წინადადებებს ზაფხულში ელიან. კლუბში მისი შენარჩუნება შეუძლებლად მიაჩნიათ და ტრანსფერში სოლიდური თანხის მიღება სურთ. მეკარესა და მის გარემოცვას იმედი აქვთ, რომ ახალი გუნდი, სადაც გიორგი გადავა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე ითამაშებს, ხოლო მამარდაშვილი ძირითადი შემადგენლობის მეკარე იქნება.

რა თქმა უნდა, მამარდაშვილის ტრანსფერი კონკრეტულ თანხად ფასდება და ამ ციფრის შეცვლას არავინ აპირებს. თუ ქართველი მეკარე ნამდვილად გადაწყვეტს წასვლას, „ვალენსია“ ტრანსფერის სანაცვლოდ 25-დან 30 მილიონი ევროს მიღებას შეეცდება“, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა.