მაკედონიის ოფიციალური სახელწოდება დღეიდან ჩრდილოეთ მაკედონია იქნება

14:08, 13.02.2019

დღეიდან მაკედონიის ოფიციალური სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიაა. ინფორმაცია ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ელჩებმა 6 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღების პროტოკოლს მოაწერეს ხელი. ახლა ამ შეთანხმების რატიფიცირება ყველა წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხდეს.

მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავრობებმა 2018 წლის ივნისში მიაღწიეს.

მსგავსი