მაკედონიის ოფიციალური სახელწოდება დღეიდან ჩრდილოეთ მაკედონია იქნება
დღეიდან მაკედონიის ოფიციალური სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიაა. ინფორმაცია ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ელჩებმა 6 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღების პროტოკოლს მოაწერეს ხელი. ახლა ამ შეთანხმების რატიფიცირება ყველა წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხდეს.
მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავრობებმა 2018 წლის ივნისში მიაღწიეს.