ათენში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ათენში 15 წლის მოზარდის, ალექსის გრიგოროპოლუსის გარდაცვალებიდან 10 წლისთავის აღსანიშნავად დედაქალაქის ქუჩებში დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. დაშავებულია აქციის ერთი მონაწილე.
ალექსის გრიგოროპოლუსი 2008 წლის 6 დეკემბერს სამართალდამცველებს ემსხვერპლა, რასაც ქვეყანაში მასშტაბური არეულობა და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.