ათენში ანარქისტული ჯგუფის წევრები ფარმაცევტული კომპანია „ნოვარტისის“ ოფისს თავს დაესხნენ
ათენში ანარქისტული ჯგუფის წევრები შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია „ნოვარტისის“ ოფისს დაესხნენ თავს.
reuters-ის ცნობით, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა ოფისში მინები ჩაამსხვრიეს და კედლებს წითელი საღებავი ესროლეს. მოგვიანებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბერძნულმა დაჯგუფება Rouvikonas-მა (რუბიკონი) აიღო.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, კომპანია „ნოვარტისის“ საქმიანობასთან დაკავშირებით საბერძნეთში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის მტკიცებით, ფარმაცევტული კომპანია მის მედიკამენტებზე მაღალი ფასების დადგენის სანაცვლოდ, ბერძენ მაღალჩინოსნებსა და ექიმებს ქრთამს უხდიდა. საქმეში საბერძნეთის ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, მათ შორის ანტონის სამარასი და ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი, რომელიც 2006-2009 წლებში საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.