ატენის სიონის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
ატენის სიონის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე, 2018 წელს ატენის სიონის ინტერიერის (დასავლეთი და სამხრეთ აფსიდები) ქვის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა ქვათა შორის არსებული ცარიელი ადგილების გასუფთავებას ჰაერის ჭავლით, ინტერიერში სამხრეთი აფსიდისა და თაღის ქვების ჩაბმას ძირითად კონსტრუქციაზე.

ამოივსო საპირე წყობის ქვებს შორის არსებული ნაკერები და ბზარები, მოხდა დასავლეთი და სამხრეთი აფსიდის ქვების კონსერვაცია.

პროექტს ხელმძღვანელობდა ნანა კუპრაშვილი.