საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანამშრომლობის საფუძველზე 2018 წელს დასრულდა ატენის სიონის ინტერიერის (ჩრდილოეთის აფსიდი) ქვის საკონსერვაციო სამუშაოები.
ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა ქვათა შორის არსებული ცარიელი ადგილების გასუფთავებას ჰაერის ჭავლით, ინტერიერში სამხრეთი აფსიდისა და ფრაგმენტირებული ქვის დეტალების გაერთიანებას.