ხანძარია ატენის ხეობაში. სოფელ ორმოცთან ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე -მაშველები.
ხანძარი დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით სამ კილომეტრშია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მათივე თქმით, ტყის მასივზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლი ლოკალიზებულია.
ადგილზე იმყოფება მერიის წარმომადგენელი სოფელ ბოშურის საკრებულოში კახა თინიკაშვილი. მისი ინფორმაციით, ცეცხლი ორ ჰექტრამდე ფართობზე გავრცელდა.
„რთულად მისასვლელი გზაა. მეხანძრეები ადგილზე არიან და ვფიქრობთ, მალე ჩავაქრობთ. ხანძრის კერა სოფლიდან დაახლოებით სამ კილომეტრშია. სოფელზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. იქ ძირითადად წიწვოვანი ტყეა. ცეცხლი სავარაუდოდ გუშინ გაჩნდა, გაღვივდა და დღეს გავრცელდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა თინიკაშვილმა.