ასტრონავტები კოსმოსიდან გადაღებულ ქარიშხალ „ფლორენსის“ ფოტოებს აქვეყნებენ
ასტრონავტები კოსმოსიდან გადაღებულ ქარიშხალ „ფლორენსის“ ფოტოებს აქვეყნებენ

დედამიწიდან 402 კმ სიმაღლეზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი გერმანელი ასტრონავტი ალექსანდრ გერსტი მშობლიურ პლანეტაზე მყოფ ადამიანებს აფრთხილებს.

„ფრთხილად, ამერიკა! შენკენ ნამდვილი საშინელება მოემართება“, — წერს გერსტი twitter-ზე და მის მიერ ქარიშხალ „ფლორენსისთვის“ გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

აშშ-ის ქარიშხალთა ეროვნული ცენტრის ცნობით, „ფლორენსი“ მე-4 კატეგორიის შტორმია, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიემართება. პროგნოზის მიხედვით, ფლორენსი 13 სექტემბერს შეიჭრება სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში.

ქარიშხლის ზომა შთამბეჭდავია და არის წარმოუდგენლად ძლიერი.

წარმოგიდგენთ ალექსანდრ გერსტისა და მისი კოლეგის, NASA-ს ასტრონავტ რიკი არნოლდის მიერ გადაღებულ ზოგიერთ ფოტოს.

გერსტის თქმით, ქარიშხალი „ფლორენსი“ იმდენად უზარმაზარია, რომ სიგანეში 804 კილომეტრს აღწევს და მისი გადაღება მხოლოდ სუპერფართო კუთხის ლინზით შეძლო.

 

ეს ფოტო გერსტმა მაშინ გადაიღო, როცა საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა შტორმის მრისხანე თვალს გადაუფრინა.

 

მაღალი სიმძლავრის ტელეფოტო ლინზით გერსტმა ქარიშხლის თვალის ახლო ხედით გადაღებაც შეძლო.

 

ამ ფოტოზე კი ასახულია, რა ხდება უშუალოდ ქარიშხალ „ფლორენსის“ სიღრმეში.

 

გიგანტური შტორმი სადგურზე მყოფმა NASA-ს ასტრონავტმა რიკი არნოლდმაც აღბეჭდა.

 

ამ ფოტოზე ასახულია შტორმის გარე ნაწილები.

 

არნოლდი ქარიშხლის პროგრესს ყოველდღიურად აკვირდებოდა და იღებდა. ეს ფოტო 10 სექტემბერს არის გადაღებული.

 

ჩანს, თუ როგორ იკრებს „ფლორენსი ძალებს“. ფოტო იმავე დღეს არის გადაღებული.

 

არნოლდმა და მისმა კოლეგებმა ატლანტის ოკეანეში მზარდი კიდევ ორი სხვა შტორმი დააფიქსირეს — ქარიშხალი „ელენე“ და ტროპიკული შტორმი „ისააკი“.

 

გარდა ამისა, NASA-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ქარიშხალ „ფლორენსს“ ვიდეოც გადაუღო.