„ასტრაზენეკაში“ აცხადებენ, რომ პაციენტების უსაფრთხოება მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია
„ასტრაზენეკაში“ აცხადებენ, რომ პაციენტების უსაფრთხოება მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია

„ასტრაზენეკაში“ აცხადებენ, რომ პაციენტების უსაფრთხოება მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

„მარეგულირებელ ორგანოებს აქვთ მკაფიო და მკაცრი სტანდარტები, რომლითაც ნებისმიერი ახალი მედიკამენტის ეფექტურობის შესწავლა ხდება. მათ შორის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, რომლის უსაფრთხოება კლინიკური ცდების მესამე ეტაპზე ფართოდ იყო შესწავლილი. ექსპერტების შეფასებები ცხადყოფს, რომ პაციენტები ვაქცინას ზოგადად კარგად იტანენ, – განაცხადეს „ასტრაზენეკაში“.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა. მათ შორის არის ავსტრია, დანია, ლუქსემბურგი, იტალია. ამის მიზეზად დაასახელეს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ რამდენიმე ადამიანს გამოუვლინდა.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ გართულებები ვაქცინამ გამოიწვია.