ასპინძაში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს გარდაცვლილის მეუღლემ შეატყობინა.
შსს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი დათვალიერებით, ახალგაზრდა ქალის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.