ასპინძაში, ხვილიშის ეკლესიასთან 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ეკლესიაში მოსანათლად მიიყვანეს. ისინი წირვის დასრულებას ელოდებოდნენ, რა დროსაც, ბავშვმა გზაზე გადაირბინა და მანქანა დაეჯახა. მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა, მან ბავშვი ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ასპინძის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადა ბავშვს თბილისში, კომპიუტერული გამოკვლევისთვის გადაიყვანს. კლინიკაში ამბობენ, რომ პატარას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.