„ასოშიეთედ პრესი“ - ომის მიმდინარეობისას პალესტინელებს შორის „ჰამასის“ მხარდაჭერა გაიზარდა, გამოკითხულთა 90%-ს სურს, პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი გადადგეს
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, ომის მიმდინარეობისას პალესტინელებს შორის „ჰამასის“ მხარდაჭერა გაიზარდა. სოციოლოგიური კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას, 90%-ს სურს, რომ პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი გადადგეს.
როგორც სააგენტო იუწყება, კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც პალესტინელებს შორის „ჰამასის“ მხარდაჭერა გაზრდილია.
გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობას, დაახლოებით, 90%-ს სურს, პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი გადადგეს.
დასავლეთ სანაპიროზე „ჰამასს“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 44%. სექტემბერთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 12%-ით არის გაზრდილი, ხოლო ღაზის სექტორში დაჯგუფებას რესპონდენტების 42% უჭერს მხარს. სამი თვის წინ ეს მაჩვენებელი 38%-ს შეადგენდა.
გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტების 57% ღაზის სექტორში და 82% დასავლეთ სანაპიროზე მიიჩნევს, რომ „ჰამასი“ სწორი იყო, როდესაც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა მოაწყო. კვლევის მონაწილე პალესტინელების უმეტესობა სჯერა, რომ „ჰამასის“ მებრძოლები იერუსალიმში მდებარე მნიშვნელოვანი ისლამური სიწმინდის დასაცავად მოქმედებდნენ და პალესტინელი მსჯავრდებულების გათავისუფლებას მიაღწიეს. გამოკითხვის მონაწილეთა მხოლოდ 10% აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ომის დანაშაულები ჩაიდინა.
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, პალესტინური ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში 1 231 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხვა ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე 22 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა.