„ასოშიეითედ პრესი“ - კვიპროსის ხელისუფლებამ 3 500 ე.წ. ოქროს პასპორტი უკანონოდ გასცა
„ასოშიეითედ პრესი“ - კვიპროსის ხელისუფლებამ 3 500 ე.წ. ოქროს პასპორტი უკანონოდ გასცა

კვიპროსის ხელისუფლებამ 3 500 ე.წ. ოქროს პასპორტი უკანონოდ გასცა. ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, დამოუკიდებელი კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2007-2020 წლებში კვიპროსის მთავრობის პროგრამის საშუალებით, რომელიც ინვესტორებს ქვეყნის მოქალაქეობის მიღების უფლებას აძლევდა, 3 500-მა ადამიანმა პასპორტები უკანონოდ მიიღო.

კომისიის ცნობით, საუბარია ინვესტორების ახლო ნათესავებზე, რომლებსაც კვიპროსის პასპორტები გადასცეს, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ოქროს პასპორტების პროგრამა ამას არ ითვალისწინებდა.

„ოქროს პასპორტების“ გაცემა კვიპროსის მთავრობამ 2020 წლის ნოემბერში შეაჩერა, როდესაც ქვეყანაში ხმაურიანი სკანდალი აგორდა, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ კვიპროსის მოქალაქეობის მიღება კრიმინალური დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებსაც შეეძლოთ. ამ სკანდალის ფონზე კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვება მოუწიათ.

ევროკავშირში კვიპროსის მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს, რადგან ხელისუფლება არასათანადოდ ამოწმებდა იმ ინვესტორების შემოსავლების წარმომავლობას, რომლებიც ფულს კვიპროსში აბანდებდნენ და სანაცვლოდ ქვეყნის მოქალაქეობა იღებდნენ.

2019 წლის ბოლოს კვიპროსის მთავრობას 26 ე.წ. ოქროს პასპორტის ჩამორთმევა მოუხდა. როგორც იუწყებიან, პროგრამის ფარგლებში გაცემული პასპორტების 40 პროცენტი რუსეთის მოქალაქეებმა მიიღეს.