აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრამდე განაცხადა.

„მე ვამაყობ, რომ აშშ მალე გადასცემს უკრაინას 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს. ეს პაკეტი უზრუნველყოფს უფრო მეტ საჰაერო თავდაცვას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა კრიტიკულ საბრძოლო მასალებს აშშ-ის მარაგებიდან“, – განაცხადა ოსტინმა.

ამასთან, ოსტინმა აღნიშნა უკრაინის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ.

„ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალი ხიდის ასაშენებლად“, – განაცხადა ოსტინმა.