აშშ უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.
ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს სარაკეტო სისტემა „ჰიმარსისთვის“ დამატებით საბრძოლო მასალებს, დამატებით ჰაუბიცებს, საარტილეტიო ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან, რათა უკრაინამ შეძლოს, დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე დაუყოვნებლივი საჭიროებები და ასევე, გრძელვადიანი საჭიროებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
მედიის ცნობით, ეს აშშ-ს მიერ გაგზავნილი 37-ე დახმარების პაკეტია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და მათი ღირებულება, ჯამში, დაახლოებით 36 მილიარდი აშშ დოლარია.